ქედის მერია: მთა საიჩაირის და გომის მთის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება

409

მთა საიჩაირის და გომის მთის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება. ქედის მერიამ მომსახურების შესასყიდად 5000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტრანსპორტი მოსახლეობას ივლისსა და აგვისტოში ბარიდან მთის მიმართულებით და პირიქით მოემსახურება. მიმართულებები მთებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შეირჩა.

ტრანსპორტირება ადმინისტრაციული ცენტრიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო, დღეები და დრო მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩევა.

აღსანიშნავია, რომ უფასო ტრანსპორტით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე, ტურისტებსაც შეუძლიათ.