ქუთაისში თეთრ ხიდის რეაბილიტაციისას ნარჩენები მდინარეში ჩაყარეს (ვიდეო)

808

წინა სტატია

ქუთაისში, თეთრ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ძველი ხიდის ნარჩენები მდინარეში ჩაყარა. ამ დროისთვის მდინარის დონე დაწეულია, რის გამოც ნარჩენები ქვებზე ყრია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია ამ დრომდე დანაგვიანებულია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ეს ჩვეულებრივი პროცესია. აცხადებენ, რომ მდინარე ნაწილობრივ დასუფთავებულია და მას ბოლომდე სამუშაოების დასრულების შემდეგ თავად კომპანია გაწმენდს.

შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ალმა რუსს” 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაავადა. რეაბილიტაციის დასრულების ზუსტ დროს მერია ვერც ამჯერად ასახელებს.