ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

863

წინა სტატია

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. როგორც ადგილზე დასაქმებული მუშები განმარტავენ, პირველი ეტაპი დემონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ დროისთვის კი  ხიდის მოაჯირებს ძველი საღებავისგან ასუფთავებენ. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.

თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ალმა-რუს საქართველომ” უნდა ჩაატაროს. კომპანიის წარმომადგენლების, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხიდი 5 ივნისი გადაკეტილი იქნება.

სარეკოსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდზე ხის საფარს აიღებენ და მას მინის იატაკით შეცვლიან. ასევე, ხიდის მოაჯირები და ლითონის კონსტრუქცია, რაზეც ხიდის საფარია დამაგრებული, გაიწმინდება, შემდეგ კი შეიღებება.

კომპანია “ალმა-რუს საქართველოს” თეთრი ხიდის რეკონსტრუქციისთვის ვადა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე აქვს.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხდა. პირველი ტენდერი მონაწილეთა არაარსებობის გამო ჩაიშალა.