პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა – სამუშაოებისთვის 1.4 მილიონი დაიხარჯა

383

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორაციით, სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო.

“გარდა იმისა, რომ ყველაფერი მოწესრიგდა, დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები და შეიცვალა თარგების გეგმარება.

სამუშაოების ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარეგანათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, მოეწყო სარწყავი სისტემა და 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს”, – განმარტავენ მერიაში.