ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ მესამედ გადაიწია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“არ მინდა მოსახლეობა შევიყვანოთ შეცდომაში. ჩემი ვარაუდით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება სამუშაოები. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე დროში დავასრულოთ რეაბილიტაცია და დამთავრდეს ამაზე სუაბარიც. კომპანიაც არის ამით დაინტერესებული, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერიცხება”, – განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ალმა რუსს” 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაავადა. რეაბილიტაციის დასრულების ზუსტ დროს მერია ვერც ამჯერად ასახელებს.