ქუთაისში “თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი ისევ უცნობია.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია “ალმა რუს” წარმომადგენელი, ზურაბ ყურუა ამბობს, რომ ახლა ხიდზე მთავარი საფარი იგება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“ძალიან რთული სამუშაოა და ვადებს ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ამინდმაც შეგვიშალა ხელი”, – ამბობს ზურაბ ყურუა.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის ივნისში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიამ სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ ყურუამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, მათ ქუთაისის მერიას სამუშაოების ვადის ორი კვირით გახანგრძლივება სთხოვეს.
ქუთაისის მერიის ინფრომაციით, იმის გამო, რომ კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია, 9 000 ლარით დაჯარიმდა.