ზუგდიდის მერიას სპორტული მოედნის მოწყობას სთხოვენ (ვიდეო)

875

წინა სტატია

ზურაბ ლოგუა ზუგდიდის მერიას ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას სთხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“სამწუხაროდ ამ ქალაქში არ არის მოედანი, რომ ვივარჯიშო, განვვითარდე და სხვებსაც რაღაც ვასწავლო. არის ასეთი პროექტი – იდეა მერს. სადაც მერს შევთავაზე, რომ კომბინატის დასახლებაში, სტუდენტურ უბანში, სადაც ახალგაზრდების რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე სხვა უბნებში, ქუჩის ტანვარჯიშის მოედანი და კონსტრუქციები დადგან“, – აცხადებს იდეაის ავტორი ზურაბ ლოგუამ.

ზუგდიდის მერია ლოგუას ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა წერილის ავტორი იმედს იტოვებს, რომ მის თხოვნას გაითვალისწინებენ.