თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდშიც განხორციელდება. ამის თაობაზე ლაშა გოგიამ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ინიციატივების გაგზავნა მოქალაქეებს ელექტრონულ მისამართზე შეეძლებათ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
კულტურის, ხელოვნების, ინფრასტრუქტურის თუ სხვა მიმართულებით წინადადებებს მერი ლაშა გოგია შესაბამის სამსახურებთან და სპეციალურ ჯგუფთან ერთად განიხილავს. რაც შეეხება დაფინანსებას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თქმით, მათთან მოქმედებს პროექტების დაფინანსების პროგრამა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსების მოძიების დამატებით წყაროებზეც იმუშავებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის ფარგლებში დაფინანსდება ერთი იდეა. საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც მიღებულ ინიციატივებს გაეცნობიან.
მოსახლეობას იდეების მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უკვე შეუძლია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ “შენი იდეა თბილისის მერს” თებერვალში წარადგინა.