გორია მერია: წმინდაწყლის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე შეემატა

282

გორში, წმინდაწყლის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ახლადმოწყობილი სპორტული მოედანი მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტის მიხედვით, მოეწყო მწვანე საფარი, ლითონის ღობე და ჭიშკარი, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარი. როგორც გორის მერიაში განმარტავენ, სამუშაოები “სამოქალაქო ბიუჯეტი 2022”-ის ფარგლებში განხორციელდა.

“პროგრამით დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. პროგრამა, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2022 წელს გარდა, მუსხელიშვილის ქუჩისა, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 8 სპორტული მოედანი მოეწყო”, – აღნიშნავენ მერიაში.