ქუთაისის მერიასთან სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს ვიცემერი ხვდება

1164

წინა სტატია

ქუთაისის მერიის შენობასთან სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლების აქცია მიმდინარეობს. ისინი ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან შეხვედრაზე ვიცემერი იუზა უგულავა ჩავიდა. აქციაზე ორი ადამიანი ცუდად გახდა, რისთვისაც სასწრაფო დახმარება გამოიხაძეს. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” და “ნიუპრესი” ავრცელებენ.

აქციის მონაწილეების შენობიდან გაყვანას ითხოვენ, რადგან  მათი თქმით, შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება შუძლებელია.

სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები მერიის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შპს “სანომ” შენობაში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაიწყო, ადგილობრივებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, გამაგრება  საკმარისი არ იქნება, რადგან შენობა ავარიულია.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ოთახები ავარიულ მდომარეობაშია. ზოგიერთ ოთახში ჩამოშლილია ჭერი, ამოყრილია იატაკი და კედლები გაბზარულია. საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ობიექტში ცხოვრება უკვე საშიში გახდა და მერიას ალტერნიტიულ ფართში გადასვლას სთხოვენ.

სოციალური საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში ჭერი ჩამოინგრა. ამ დროიდან მოყოლებული ობიექტი ზიანდება. საცხოვრისში მცხოვრებლები შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდნენ, რათა, მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა დარწმუნებულიყო რომ საცხოვრისში ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო. მერიამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზა მას შემდეგ დანიშნა, რაც ობიექტში ჭერი მეორედ ჩამოინგრა. მერიამ ექსპერტიზის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

ლევან სამხარაულის ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნის სრული ვერსია ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. მანამდე დასკვნის ნაწილი ქუთაისპოსტმა მოიპოვა, სადაც საუბარია როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, დოკუმენტაციასთან მიმართებაში არსებულ ხარვეზებზე. მათ შორის, დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს “სანომ” ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

ქუთაისში ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია “სანომ” ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.