ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

762

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს. მათ შენობის მდგრადობა უნდა დაადგინონ. ამის შემდეგ გადაწყდება არის თუ არა დასაშვები შენობის ექსპლუატაცია. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

შენობაში, სადაც უსახლკაროები ექვსი თვის წინ შესახლდნენ, ნგრევა დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მერიამ რომ შენობას ექსპერტიზა ჩატარებოდა.

ადგილობრივმა თვითმმართველბამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობისყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს ” სანოს” დაევალა.

კომპანიას ქუთაისის მერიამ, პირველ ეტაპზე, 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.