ძლიერი ქარის შედეგად, ქუთაისში, 2017 წელს რეაბილიტირებულ სოციალურ საცხოვრისში, ჭერი მეორედ ჩაინგრა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შემთხვევა 29 მაისს საკანდელიძეების ოჯახში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“გადავრჩით, რომ იმ მომენტში არცერთი ბავშვი არ ყოფილა სააბაზანოში, არც რომელიმე ჩვენგანი. უკვე მერამდენე ფაქტი ხდება ასეთი აღარ ვიცით. გვენგრევა თავზე საცხოვრებელი და არავინ გვშველის,” – ამბობს დაზარალებული ჟანა საკანდელიძე.
ობიექტიდან ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის. საცხოვრისი ექსპლუატაციდან ექვს თვეში დაზიანდა. რის გამოც, ობიექტში შესახლებულმა შენობიდან გაყვანა მოითხოვეს.
ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ მერიამ ობიექტის მდგრადობის დასადგენად ექპერტიზა ჩაატარა, რომლის პასუხების შემდეგ გაირკვევა, რამდენად საშიშია ობიექტში ცხოვრება და დაექვემდებარება თუ არა ობიექტი რეაბილიტაციას.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა 17 აპრილს დაიწყეს. თუმცა, დასკვან ამ დროდმე არ გაუვრცელებიათ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიას სოციალური საცხოვრისის მოწყობა 2 500 000 ლარი დაუჯდა.