ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა

631

წინა სტატია

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 აპრილს საცხოვრისშში ჭერი ჩაინგრა.

ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნით სოციალურ საცხოვრისში არსებული დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის  რეკომენდაციითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაავალა საექსპერტო მომსახურების გაწევა სოციალურ საცხოვრისში არსებულ დეფექტების გამოსაკვლევად. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაიგზავნება სამართალდამცავ ორგანოში.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „სანო“-ს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების მაქსიმალურად მცირე დროში აღმოფხვრა. შპს „სანო“-ს მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის უგულველყოფის შემთხვევაში მერიის მიერ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები”,-ნათქვამია მერიის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.