მემანქანეებთან მოლაპარაკებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც მზად არის

969

წინა სტატია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მათ შეხვედრასთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მემანქანეებს საკუთარი მზაობა წერილობით დაუდასტურეს. თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის ან სად შეხვდენიან გაფიცულ მემანქანეებს. პროფკავშირის გამგეობის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ წერილობითი დასტურის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  ამის შესახებ “ლიბერალი” წერს.

გამოცემის ცნობით, ერთ საათზე მეტია, მერიის პრესსამსახურთან ცდილობენ გაარკვიონ, შეხვდებიან თუ არა მერიის წარმომადგენლები გაფიცულ მემანქანეებს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ.

ცოტა ხნის წინ მემანქანეებმა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან საუბარის შემდეგ თქვეს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.