მეტროს მემანქანეებმა უვადო გაფიცვა დაიწყეს

898

წინა სტატია

“დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, “ერთობა 2013″-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო”, – ეს ინფორმაცია “ერთობა 2013”-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“ შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია.

შეგახსენებთ, მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში იყვნენ შეკრებილი. ისინი აცხადებდნენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.