მეტროს მემანქანეები 4 ივნისიდან გაფიცვას აპირებენ

1049

წინა სტატია

მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ძირითადად, მემანქანეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაფიცულები არიან და შიმშილობაც გამოაცხადეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2013 წლიდან მათ ხელფასები არ მომატებიათ და ისინი სწორედ ხელფასების ზრდას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორია “ერთობა 2013.” მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცნონ არასამუშაო საათებში. თუმცა აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხვალ ისინი არაპროდუქტიულები იქნებიან და შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. ეს კი გამოიწვევს მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.

სატრანსპორტო კოპანიას ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკვე გაურკვეველი დროით შეუზღუდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.