მემანქანეების თქმით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

713

წინა სტატია

მეტროს გაციფიცული მემანქანეები პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილსა და საკრებულოს წევრს, ოთარ გრიგოლიას შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და ნაცვლიშვილსა და გრიგოლიას მათ საკუთარი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ ლიბერალი წერს.

„ისინი დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს კრიზისი და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ისინი ცდილობენ, საერთო ენა იპოვონ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ჩვენ ამაზე მზაობა გამოვთქვით. ჩვენ მოლაპარაკებებს არ გავურბივართ და ყოველთვის მზად ვართ, მოლაპარაკების გზით გადაიჭრას ეს პრობლემა. დღევანდელი გაფიცვაც იმის გამოა, რომ მთი მხრიდან ძალიან ხისტი განცხადებები გაკეთდა. ნაცვლიშვილი და გრიგოლია შეეცდებიან, ჩვენი პრობლემები ზემდგომებამდე მიიტანონ და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მემანქანემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს