ახალციხელი ვეტერანები უზენაეს სასამართლოში ჩივიან

678

წინა სტატია

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17–ში შესახლებული ვეტერანები, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ და სააპელაციოს შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჩივიან. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ვეტერანების ადვოკატმა კახა მათოშვილმა სარჩელით უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართა. მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნა, მერიის მხრიდან ვეტერანებისათვის, ისეთი ალტერნატიული ფართის შეთავაზებაა, სადაც უპრობლემოდ იცხოვრებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ მერიამ ვეტერანებს უკვე სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ზოგი მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება, ზოგან კი საცხოვრებლად ვარგისი პირობები არ არის.

ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულმა ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თვითნებურად დაკავებული შენობა უნდა დატოვონ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მათ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მათ შორის ორი ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში და ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილი შენობა, მესამე კი ახალციხეში, უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც წლების წინ აშენდა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.