ვალეში კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

424

5 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე–13 რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ერთ–ერთ საკითხად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები განიხილეს. ინფორაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალი წლისთვის თანხას რვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ითხოვს. რვიდან ექვსი ქალაქ ვალეში იგეგმება:

  • სოფელ კლდეში არსებული მონოლითური რკინაბეტონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 299 730 ლარი;
  • ახალციხეში, ასპინძის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები –  578 770 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებ–  1 211 000 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, ვაჟა–ფშაველას #1-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია –  72 271 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, სტალინის #1–ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია –  125 303 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, სტალინის #3–ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია –  62 579 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, სტალინის #6–ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია –  80 324 ლარი;
  • ქალაქ ვალეში, სტალინის #8–ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია –  90 351.

ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას მეორე წელია ითხოვენ. მათი თქმით, გზის ამორტიზება წყლის სისტემის, სკოლის და კერძო სახლის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები მოქალაქეების მომართვების საფუძველზე შეირჩა.

„ყველა პროექტის შერჩევა ხდება მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით. ეს მოთხოვნები როგორც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს იყო გაჟღერებული, ისევე როგორც სოფლის პროგრამების შეხვედრებისას და სხვა“,–ამბობს იგი.