სასამართლომ „TV პირველს“ და ტელემწყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

344

წინა სტატია

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სასამართლომ „ტვ პირველს” და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს.

„იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ „ტვ პირველს” და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. შესაბმისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი“, – წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვდა. კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.