ახალციხის მერიამ საახალწლო განათებების და აქსესუარების შესაძენად 209 200 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

443

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების და აქსესუარების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 209 200 ლარია.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 30 ნოემბრიდან დაიწყება. გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩებისთვის ანგელოზებს, ფიფქებს, მანათობელ ბურთებს და ფარდებს შეიძენს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თვითმმართველობამ 2019 წელს 31 211 ლარად შეიძინა.