ზუგდიდის ბიუჯეტი 800 000 ლარით შემცირდა

605

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირება გადაწყდა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით შემცირდა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

წოწერიას განმარტებით, ბიუჯეტი შემოსულობების და ხარჯვის ნაწილში შემცირდა. მამუკა წოწერიას მტკიცებით, სხვა პრიორიტეტულ მუხლებს ცვლილება არ შეხებია.

“ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვერ იქნება ეს თანხა მობილიზებული არაფიზიკური აქტივებიდან და აქედან გამომდინარე შემცირდა შემოსულობების ნაწილში, ხოლო ხარჯვის ნაწილში შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები. ეს შეეხება მუნიციპალიტეტში დაფუძნებულ ააიპ-ებსა და შპს-ებში შრომის ანაზღაურების ფონდს. ასევე სხვადასხვა მატერიალური და სატრანსპორტო საშუალებების მოვლის ხარჯებს”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. საკრებულომ მიიჩნია, რომ როგორც თემში, ასევე ქალაქში მთავარი ფინანსური დოკუმენტი საშუალოდ შესრულდა.