ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
დაპირისპირების გამო სხდომა ხუთ საათამდე გადაიდო. ნაციონალების თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომას ისე დაესწროს, როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი.
საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა, სოფელ განმუხურისა და რუხის მოსახლეობის ნაწილი ესწრებოდა. ისინი სხდომაზე რუხში ყანების შემოღობვისა და განმუხურში გაზიფიცირების საკითხის განხილვას აპირებდნენ.