NDI: თბილისის საკრებულოს მუშაობას 12% კარგად, 20% კი ცუდად აფასებს

690

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. 

კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობას, გამოკითხულთა 12% კარგად აფასებს, 42%- საშუალოდ. კვლევაში მონაწილეთა 20% თბილისის საკრებულოს მუშაობას უარყოფითად აფასებს, 6 % კი ძალიან ცუდად.

ამავე კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 12% – უარყოფითად. კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 31%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის 4%-მა.

კვლევა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

NDI-მ კვლევის შედეგები დღეს წარადგინა.