“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა

850

“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” საქართველოში საზოგადოების განწყობები შეისწავლა და 2018 წლის მარტის გამოკითხვის შედეგები წარადგინა. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

სრული კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.