თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 12% – უარყოფითად. კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 31%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის 4%-მა. ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევაში წერია.
კვლევა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.