ქარელის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში 16-მდე ადამიანი დასაქმდება. მერის ზაზა გულიაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე ტექნიკურ პერსონალს შეარჩევენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“პირველ ეტაპზე მოხდება ტექნიკური პერსონალის შერჩევა, ვინც პასუხისმგებელი იქნება ელექტროობაზე, ფილტრებზე. ვფიქრობ, რომ შერჩეული ადამიანი ამ ყველაფერში კარგად უნდა ერკვეოდეს. მუნიციპალიტეტი კონკურსის გამოცხადებას არ აპირებს, მერიას სისტემატიურად მომართავენ ადამიანები დასაქმების თხოვნით, სწორედ აქედან მოხდება მათი არჩევა”, – განმარტავს ზაზა გულიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, იფუნქციონერებს პატარების და მოზარდების ჯგუფები – ორივე ჯგუფისთვის ცურვის მასწავლებლებს შეარჩევენ.