ქარელის საცურაო აუზი კიდევ 2 თვე არ გაიხსნება, – ამის შესახებ ქარელის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა საკრებულოს კომისიის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. კომპანიას, ვინც აუზის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, ამ ხარვეზების გამოსაწორებლად მიცემული აქვს თავისი ვადები. ასეთი რამ ნებისმიერ მშენებლობის დროს ხდება”, – განაცხადა ალექსი ჯოჯიშვილმა.
მისი თქმით, ისინი ექსპექრტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ორ თვეში იქნება ცნობილი.
“სწორედ დასკვნის შემდეგ გადაწყდება აუზის გახსნის საკითხი”, – აღნიშნა ალექსი ჯოჯიშვილმა.