ქარელის მერია საახალწლოდ 200 სოციალურად დაუცველს დაასაჩუქრებს

304

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 200 სოციალურად დაუცველს სასურსათე პაკეტს გადასცემს, რისთვისაც 30 000 ლარს დახარჯავს. პროდუქტები შესაძენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველები შემდეგი სახის პროდუქტებს მიიღებენ:

  • ზეთი 2 ლიტრი;
  • შაქარი 5 კგ;
  • მარილი 2 კგ;
  • 1 ცალი მარგარინი;
  • 2 ცალი შესქელებული რძე;
  • 1ცალი 24 პაკეტიანი ჩაი;
  • ყავა 100 გრამი;
  • 1 ცალი ტომატი;
  • 1 კგ კარამელი;
  • 1 კგ შოკოლადი;
  • 10 კვერცხი;
  • ერთი შეკვრა ორცხობილა;
  • 1 ცალი მაიონეზი;
  • 1 ქილა ბარდა;
  • 2 შეკვრა კაკაო;
  • 2 ბოთლი ლიმონათი;
  • 2 შეკვრა ვანილი;
  • 2 კილო ქათამი.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.