ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება.
მისი თქმით, ხელფასები მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით გაიზრდება, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების 10%-ით მომატებას გულისხმობს.
“ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებისთვის და ა(ა)იპ -ებისთვის ხელფასები 10%-ით უნდა გაიზარდოს. ამ მხრივ ბაღის თანამშრომლების ხელფასები კიდევ უფრო მეტი გამოდის და გაიზრდება 100 ლარით,” – განმარტა ზაზა გულიაშვილმა.