მერია: ქარელში საცურაო აუზი ივნისის ბოლოს გაიხსნება

1116

შემდეგი სტატია

ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე არსებული საცურაო აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს, – ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა ქარელში.

“სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი”, – განაცხადა გულიაშვილმა.

როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.