ქარელში და დაბა აგარაში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. როგორც კეთილმწყობის სამსახურში განმარტავენ, სამუშაოები 17 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
მერიას საახალწლო განათებების შესაძენად 86 300 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. უწყებამ განათებები შპს-გამ “დანდი” შეიძინა.
განათების მოწყობის სამუშაოებს, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს “თრიალეთი”ასრულებს.