ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში ქარელის მერიამ სოფლის მაცხოვრებლებს მოსაცდელი აუშენა, რაშიც 10 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფელში, სადაც მუდმივ მაცხოვრებლად 25 კომლიღაა შემორჩენილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლებია აღარ დადის.
“სოფელ ღოღეთში ტრანსპორტი კომუნისტების პერიოდიდან აღარ დადის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა არის მცირე”, – გვითხრა გია კილასონიამ, მერის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში.
მისივე თქმით, მერიამ მოსაცდელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ააშენა.
“რაც შეეხება მოსაცდელს, მართალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, თუმცა, საბავშო ბაღის და სკოლის ბაშვები ღოღეთიდან ფცაში დადიან და ეს ბავშვები ამ მოსაცდელით სარგებლობენ”, – გვითხრა გია კილასონიამ.