ქარელის საბავშო ბაღებსა და სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

398

ქარელის მუნიციპალიტეტის 24 საბავშო ბაღში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას”  ქარელის ბაღების გაერთიანების უფროსმა განუცხადა.

ნინო მეზვრიშვილის თქმით, ბაღებში არდადეგები 16 იანვრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს შეწყდება და 16 იანვარს განახლდება.