ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ელგუჯა ხაბალაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ ქარელის მერიაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიდრე ხაბალაშვილი აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდა, ის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.
მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობას, ამავე განყოფილების სპეციალისტი მარიამ კოშკაძე ასრულებს.