ქარელის მერია: ტახტიძირში სამანქანე ხიდის მშენებლობა დასრულდა

403

სოფელ ტახტისძირში სამანქანე ხიდის მოწყობა დასრულდა, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ხიდის განთავსებისთვის ამაღლდა ნაპირებზე არსებული ბურჯები.

“ხიდის სავალი ნაწილი მოეწყო ლითონის ფურცლოვანი ფოლადით, ხოლო მოაჯირები ლითონის კუთხოვანებით”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხიდის მოწოყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები შპს -მ  “ახალი სამშენებლო” შეასრულა, რისთვისაც ქარელის მერიამ 20 ათას ლარამდე გადაუხადა.