მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის თანამშრომლების მიერ საწვავის მოხმარების კონტროლს ამკაცრებს. 14 მაისს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის ასკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დაკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აუდიტის დასკვინის მიხედვით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებამ 2019-20 წლებში 8 800 ლიტრი საწვავი შვებულებების დროს მუნიციპალიტეტის ხარჯზე ჩაასხეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ, საუბარია 19 შემთხვევაზე, როდესაც სულ 12 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი (იხ. დანართი №3), რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა“. – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მერიას მიმართა რეკომენდაციით რათა შეემუშავებინათ საწვავის კონტროლის ეფექტური მექანიზმი. 14 მაისს გამართულ საკრებულოს სხოდმაზე მარნეულის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ბესიკ სეხნიაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ხოლო თანამშრომლების მიერ ჩასხმული საწვავი ყოველთვიურად გაკონტროლდება.
„სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან მიღებული გვაქვს რეკომენდაციები იმის გამო, რომ არ იყოს საწვავთან მიმართებაში ზედმეტი გადაცდომა. ყოველთვიურად, არსებულ ჩიპებზე, და შეიძლება თვეში ორჯერაც, შეიქმნება კომისია, უკვე შექმნილია ელექტრონული სისტემა სადაც ფიქსირდება ყველას ჩასხმული სათითაო ლიტრი ბენზინი, ადგილმდებარეობა და ასევე იმ ჩიპებზე, რომლებიც იქნება მითითებული ავტომობილებზე მოხდება შემოწმება ადგილობრივი კომისიით. ამიტომ, ყველა იქნება პასუხისმგებელი თავისი საწვავის კონტროლზე და დანარჩენი ჩვენი მხირდან იქნება მათზე ინსპექტირება. ჩვენ უკვე მივაწოდეთ აუდიტს ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებულ პროცედურულ სამუშაოებზე“. – განაცხადა ბესიკ სეხნიაშვილმა
აღსანიშნავია, რომ საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლების ანგარიშშიც გამოავლინა, თუმცა მას შემდეგ მარნეულის მერიაში მდგომარეობა არ გამოსწორებულა.