ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო

734

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული 1 საათიანი შესვენების შემდეგ, კიდევ 2 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა სხდომათა დარბაზში მყოფ წევრთა რაოდენობა ისევ არ აღმოჩნდა საკმარისი კვორუმისთვის, რის გამოც სხდომა ისევ გადაიდო. ამჯერად სხდომა ახალი წლის დღესასწაულის გამო სხდომა 12 იანვარს დაინიშნა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მანამდე, საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო, რადგან რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.

დარბაზში არ იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი.

საკრებულოს სხდომა აქამდე 3-ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მ დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20 “ქართული ოცნებას”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ქვორუმი არ შედგა, მას უწყდება უფლებამოსილება.