ზუგდიდის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ წევრის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მასობრივი შიმშილობის აქციას უერთდებიან და ამის გამო, საკრებულოს სხდომას ვერ დასწრებიან

337

ზუგდიდის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბასილაიას განცხადებით, პარტიის წევრები თბილისში „მასობრივი შიმშილობის აქციას“ შეურთდებიან. როგორც მან განმარტა, საკრებულოს დეპუტატები შიმშილობის აქციაში ჩართვის გამო, დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებიან, კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომაც ვერ ჩატარდება.

„ჩვენ დღეს სოლიდარობის აქციას ვუერთდებით, მივდივართ თბილისში და ვიქნებით მოშიმშილეებთან. ასე რომ, სავარაუდოდ დღეს კვორუმი ვეღარ შედგება და კვორუმის ვერ შექმნის გამო ფაქტობრივად დღევანდელი საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“, – განაცხადა ბასილაიამ.