ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო

504

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელმაც დღეს თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, 1 საათით გადაიდო. სხდომის დაწყებამდე, რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.

სხდომის გადადების შესახებ განცხადება საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა გააკეთა. მისი განცხადებით, რეგლამენტი ითვალისწინებს, კვორუმის არარსებობის შემთხვევაში სხდომის 1 საათით გადადებას.

დარბაზში არ იმყიფება “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი, პარტია “საქართველოსთვის” 2 დეპუტატი ესწრება, “ქართული ოცნებიდან” კი 3 წევრი არ იმყოფება დარბაზში.

საკრებულოს სხდომა მანამდე 3 ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მ დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20- “ქართული ოცნებას”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა.