ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა. როგორც წითლიძემ განაცხადა, 80-ე უბანზე მისულს მერიის თანამშრომელთან ერთად ე.წ. ძველი ბიჭი დახვდა, რა დროსაც იკითხა უბანზე არსებული ვითარების შესახებ. წითლიძის თქმით, დაპირისპირება ამის შემდეგ მოხდა. მისივე განმარტებით, მერიის თანამშრომელი და ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი ერთად აორგანიზებდნენ, „როგორ უნდა დაეშინებინათ „ნაციონალური მოძრაობის"...
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა საარჩევნო უბნებთან დიდი რიგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად,...
ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქციაზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და ეკრანი, საიდანაც პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს "ქართულ ოცნებას" დაემშვიდობებიან. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერი აქცია 20:00 საათზე დაიწყება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.
video
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ანა წითლიძის მტკიცებით, ზუგდიდის რამდენიმე უბანზე, ე.წ. კარუსელებია. წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ყველგან უპირატესობა აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას. ამიტომ ცდილობენ შეცვალონ ზუგდიდელების და ქართველი ხალხის ნება კარუსელებით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  მანვე აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება არის დასრულებული. არავის მისცემენ შესაძლებლობას, ერთი ზედმეტი ბიულეტენიც კი ჩააგდოს საარჩევნო ყუთში. წითლიძისვე ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი...
თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა პარტიის პროპორციული სიის მეოთხე ნომრის თქმით, არჩევნების დღეს მოქალაქეებს არჩევნის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება მისცა. „არჩევნების დღე, მთლიანობაში, ვთვლით, რომ იყო ისეთი ატმოსფეროს შემქმნელი, რომელიც ამომრჩეველს აძლევდა (შესაძლებლობას) მიუხედავად პანდემიისა და ამგვარი ტიპის გლობალური გამოწვევებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშიც არის, თავისი არჩევანი გაეკეთებინა თავისუფლად. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ამას ხედავენ დამკვირვებლები, მათ შორის...
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. საელჩოს ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ...
დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო ძალადობის აქტიური გამოვლინება, პროვოკაციები, რომელსაც დაზიანებები მოჰყვა. ნებისმიერი სახის ძალადობა აუცილებლად იქნება გამოძიებული. ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ყველა დარღვევა და ნებისმიერი მოძალადე პასუხისგებაში მიეცემა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის ამ საათების განმავლობაში, მოვახდინოთ კიდევ უფრო მობილიზება, ყველა ჩვენი მხარდაჭერა, ნებისმიერი ადამიანი,...
“ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და საკუთარ ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კრწანისის მე-5 ოლქში კლასიკური ე.წ კარუსელი დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტზე პარტიის დამკვირვებლის რეაგირებამ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. „კრწანისის მე-5 ოლქში, რამდენიმე ადამიანმა სცადა მარკირების მოშორება და საარჩევნო უბანზე მეორედ შევიდა და  მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა რეაგირება მოახდინა, რამაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები გააღიზიანა....
ყველა პარტიას თავისი წარმომადგენელი ჰყავს. როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყალბებაზე იყოს საუბარი და მით უმეტეს კარუსელზე, - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან დარღვევებზე საუბარი არგუმენტაციით არ არის გამყარებული. „როდესაც ვეუბნებით, რომ თუ რაიმე დარღვევებზეა საუბარი კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ, ამის არც ერთი ფაქტი არ გააჩნიათ. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხვდებიან, რომ არჩევნებში მარცხდებიან, ყველანაირი წინასწარი...
ვანში, სოფელ შუამთის 22-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კამერა ხმის მიცემის კაბინების თავზე დაამონტაჟეს. ფაქტი უბანზე მყოფი ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და მისი მოხსნა მოითხოვეს. მათი თქმით, კამერა კაბინაში შესული ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების შემოხაზვის პროცესს იღებდა, რაც კანონით აკრძალულია. ფაქტის გაპროტესტებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ, ადგილზე ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა. ზაზა გიორგაძის თქმით, კამერა ხმის მიცემის პროცესს არ ასახავდა...
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში ამ წუთებში მიმდინარე არჩევნებზე ტვიტერზე დაწერა, რომ ის პროცესს თვალყურს ადევნებს, ხოლო მოქალაქეებს ხმის მიცემისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. "თავისუფალ არჩევნებზე არ არის ადგილი თაღლითობისთვის, დაშინებისთვის და ხმების მოსყიდვისთვის. ჩვენი ერები ძლიერი და გაერთიანებულია, ამერიკას საქართველოს იმედი აქვს" – დაწერა ტვიტერზე ადამ კინზინგერმა.
video
დედოფლისწყაროს მე-18 საბათლოს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები კაბინის გარეთ, პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველო" იუწყება და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ფაქტი თვალნათლივ დასტურდება. საარჩევნო უბანში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.
წინა სტატია მარნეულში პოლიციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმი და ეკიპირებაა მობილიზებული. კადრები მედიაში ვრცელდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, არჩევნების დღეს სპეცრაზმის მობილიზება ჩვეულებრივი მოვლენაა და მას პრევენციული ღონისძიების დანიშნულება აქვს.
საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე. მოსყიდვა, დაპირისპირება და ზონდერ ჯგუფები, აი, ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება არჩევნებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის “ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნებზე იაქტიურონ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია. „მნიშვნელოვანი, რათა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, ზონდერბრიგადებმა და კრიმინალებმა, არა ფულმა...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, საოლქო უბანში მომუშავე ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მუცელზე იარაღი დაადო. მისი განცხადებით, ქართული ოცნება სრულ აგონიაშია, ამას კი მათი წარმომადგენლების ქმედებებიც მოწმობს. "დარღვევები, რომლებიც ვნახეთ საკმაოდ შემაშფოთებელია. ძალადობა და იარაღის დადება, რომელიც გლდანში მოხდა, ჩვენს ქალ წარმომადგენელს საოლქოში, მუცელზე დაადო იარაღი ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ასეთ დონეზე უჭირთ, ეს არის აგონია...
საქართველომ, როდესაც ის ეუთო-ს შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევის ასახვას დღევანდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტისას განაცხადა. როგორც აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR) არის წამყვანი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ