კახიანი ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ ყველაფერ ამას

317

ყველა პარტიას თავისი წარმომადგენელი ჰყავს. როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყალბებაზე იყოს საუბარი და მით უმეტეს კარუსელზე, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიციის მხრიდან დარღვევებზე საუბარი არგუმენტაციით არ არის გამყარებული.

„როდესაც ვეუბნებით, რომ თუ რაიმე დარღვევებზეა საუბარი კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ, ამის არც ერთი ფაქტი არ გააჩნიათ. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხვდებიან, რომ არჩევნებში მარცხდებიან, ყველანაირი წინასწარი მონაცემი, წინასწარი პროგნოზი ამას გვეუბნება, რომ ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს და ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ ყველაფერ ამას“, – განაცხადა კახიანმა.