ადამ კინზინგერი საქართველოს არჩევნებზე: თავისუფალ არჩევნებზე თაღლითობის ადგილი არ არის

455

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში ამ წუთებში მიმდინარე არჩევნებზე ტვიტერზე დაწერა, რომ ის პროცესს თვალყურს ადევნებს, ხოლო მოქალაქეებს ხმის მიცემისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

“თავისუფალ არჩევნებზე არ არის ადგილი თაღლითობისთვის, დაშინებისთვის და ხმების მოსყიდვისთვის. ჩვენი ერები ძლიერი და გაერთიანებულია, ამერიკას საქართველოს იმედი აქვს” – დაწერა ტვიტერზე ადამ კინზინგერმა.