კუჭავა: ნებისმიერი სახის ძალადობა აუცილებლად იქნება გამოძიებული

327

დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო ძალადობის აქტიური გამოვლინება, პროვოკაციები, რომელსაც დაზიანებები მოჰყვა. ნებისმიერი სახის ძალადობა აუცილებლად იქნება გამოძიებული. ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ყველა დარღვევა და ნებისმიერი მოძალადე პასუხისგებაში მიეცემა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის ამ საათების განმავლობაში, მოვახდინოთ კიდევ უფრო მობილიზება, ყველა ჩვენი მხარდაჭერა, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს და დრო დარჩა, მივიდეს და თავისი არჩევანი ბოლომდე დააფიქსიროს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში.

მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს. მიუხედავად იმისა, რომ იციან (ოპოზიცია) ისინი არჩევნებს აგებენ. არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. შეეგუოს ჩვენი ოპონენტი რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს დამაჯერებლად და მათ მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მოვისმენთ იმ დამკვირვებლების აზრსა და შეფასებას, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.