ვანში, სოფელ შუამთის 22-ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა კამერა ხმის მიცემის კაბინების თავზე დაამონტაჟეს.
ფაქტი უბანზე მყოფი ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და მისი მოხსნა მოითხოვეს.
მათი თქმით, კამერა კაბინაში შესული ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების შემოხაზვის პროცესს იღებდა, რაც კანონით აკრძალულია. ფაქტის გაპროტესტებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ, ადგილზე ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა.
ზაზა გიორგაძის თქმით, კამერა ხმის მიცემის პროცესს არ ასახავდა და ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფარულობა დაცული იყო. ამის მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კამერა მალევე მოხსნეს და სხვა ადგილზე გადაიტანეს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში არ უარყოფენ, რომ კამერა ხმის მიცემის კაბინებთან ახლოს დაამონტაჟეს, თუმცა აცხადებენ, რომ ამით ამომრჩევლის უფლება არ დარღვეულა
.