ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს

252

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა საარჩევნო უბნებთან დიდი რიგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში იქნებიან 20:00-სთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ” – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.