დედოფლისწყაროს მე-18 საბათლოს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები კაბინის გარეთ, პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენებს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველო” იუწყება და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ფაქტი თვალნათლივ დასტურდება.
საარჩევნო უბანში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.