ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქციაზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და ეკრანი, საიდანაც პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს “ქართულ ოცნებას” დაემშვიდობებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერი აქცია 20:00 საათზე დაიწყება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.