წულუკიანი: ეს არის მშვიდი საარჩევნო დღე

274

თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა პარტიის პროპორციული სიის მეოთხე ნომრის თქმით, არჩევნების დღეს მოქალაქეებს არჩევნის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება მისცა.

„არჩევნების დღე, მთლიანობაში, ვთვლით, რომ იყო ისეთი ატმოსფეროს შემქმნელი, რომელიც ამომრჩეველს აძლევდა (შესაძლებლობას) მიუხედავად პანდემიისა და ამგვარი ტიპის გლობალური გამოწვევებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშიც არის, თავისი არჩევანი გაეკეთებინა თავისუფლად. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ამას ხედავენ დამკვირვებლები, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებიც. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ მოსამსახურეს საარჩევნო კომისიებისა, ვინც უზრუნველყო პანდემიის პირობებში რეკომენდაციებისა და დადგენილი წესების დაცვა და რომ არა რამდენიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება ჰქონდა პოლიციას, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ეს არის მშვიდი საარჩევნო დღე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ და თავისუფალ პირობებში ადამიანებისთვის არჩევანის გაკეთების მიცემის საშუალების დღე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წულუკიანმა.