ვაშაძე: საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე, ამ ყველაფერმა არავინ შეგაშინოთ, მოდით არჩევნებზე

350

საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე. მოსყიდვა, დაპირისპირება და ზონდერ ჯგუფები, აი, ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება არჩევნებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის “ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნებზე იაქტიურონ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

„მნიშვნელოვანი, რათა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, ზონდერბრიგადებმა და კრიმინალებმა, არა ფულმა და მოსყიდვამ, რომელსაც ტოტალურად აქვს ადგილი. ყველა ინფორმაციით, ამ არჩევნებში სრული დამაჯერებლობით ოპოზიცია იმარჯვებს და ეს საარჩევნო დღის ბოლოს აუცილებლად დაფიქსირდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არავინ შეგაშინოთ ამ ყველაფერმა, რასაც სპეციალურად აკეთებენ და მოდით არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.